понедельник, 21 июня 2010 г.

პროექტი

Iთემა: "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია  ღმერთადა"

          (დედის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენა–კონცერტის გამართვა.)

მიზანი:კვლევა–ძიების, დაგეგმვის, შემოქმედების, შინაგანი           კულტურის, წარმოდგენის  უნარების განვითარება.

ამოცანა:I.თემის მოფიქრება

                       II.ქალის,როგორც დედის, როგორც მასწავლების პორტრეტის შექმნა.

                      III.წარმოდგენის მომზადება დაგამართვა.

                      IV.კონცერტთან დაკავშირებული გაზეთის (ან კედლის გაზეთის გამოშვება).

მიზნობრივი ჯგუფი" მეშვიდე კლასის მოსწავლეები. 

რესურსები: დეკორაციისთვის–საღებავები.ფუნჯები, ფორმატის ქაღალდი.

                             სცენისა და ოთახის გაფორმებისათვის–ფოტოები.

                            მონაწილეთა გარეგნობისთვის–შესფერისი ტანსაცმელი, აქსესუარები,გრიმი.

                           ტექნიკური საშვალებები–აუდიო–ჩანაწერი.მაგნიტოფონი,ფოტოაპარატი. 

                          ვიდეო კამერა.  

                           პროექტის განხორციელება:

ამოცანI:-თემის მოფიქრება.

              –  მოფიქრებული     თემის   გამოვლენა–გაცნობა.

ამოცანაII:-ქალის როგორც დედის,როგორც მასწავლებლის პორტრეტის შექმნა.


  • ქალთან დაკავშირებული  მასალის მოძიება.
  • ამ მასალის გაცნობა, შერჩევა,შესწავლა,შესრულება.
  • სიმღერების მოძიება–გაცნობა.

ამოცანაIII:-წარმოდგენის მომზადება და გამართვა.

  • .მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გეგმავენ ღონისძიებას და ინაწილებენ ფუნქციებს.შესაბამის აქტივობაზე პასუხის მგებელი მოსწავლე ან მოსწავლეთა  გარკვეული ჯგუფი
  • წერს ღონისძიების სცენარს.
  • აცნობს თანაკლასელებს.(საჭიროების შემრხვევაში ითვალისწინებს მათ რჩევას)
  •  შეძლებისდაგვარად მოიძიებს სიმღერებისათვის სანოტო ჩანაწერს.
  • წარმართავს წარმოდგენის მუსიკალურ გაფორმებას.
  • უწევს ფოტო/ვიდეო მომსახურეობას.
  • იწვევს სტუმრებს.
  • წარმართავს წარმოდგენას.

ამოცანაIV:-კონცერტთან დაკავშირებული გაზეთის(ან კედლის გაზეთის)გამოშვება.

შესაბამის აქტივობაზე პასუხისმგებელი მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი იღებს ინტერვიუს წარმოდგენის მონაწილეებიდან.დამსწრე სტუმრებიდან. მოიძიებს ფოტომასალას და გამოუშვებს პროექტთან დაკავშირებულ გაზეთს თემაზე,,ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა"

პროექტის შეფასება

შედგება კითხვარი,რომელიც დაურიგდება აქციის მონაწილეებს.მოეწყობა განხილვა,თუ ვინ როგორ იმუშავა,მოხდება შეფასება(თვით შეფასება)                                                                        


პროექტის განხორციელების გრაფიკი.

Iეტაპი.თემის მოფიქრება, მიზნისა და შედეგების განსაზღვრა 2-3  დღე.

IIეტაპი.ფუნქციების გადანაწილება 3-4 დღე.

III ეტაპი.წარმოდგენის მომზადება 14-15 დღე.

IVეტაპი.წარმოდგენა–კონცერტის გამართვა 1 დღე.

Vეტაპი.–პროექტის შეფასება 2–3 დღე.